ხაბიბ ნურმაგომედოვი: «TUF-ში მაკგრეგორთან ერთად მონაწილეობას არ მივიღებ»

ხაბიბ ნურმაგომედოვი: «TUF-ში მაკგრეგორთან ერთად მონაწილეობას არ მივიღებ» მსუბუქ წონაში UFC-ს მოქმედი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ESPN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ The Ultimate Fighter-ის შოუში, სადაც კონორ მაკგრეგორი მებრძოლების ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო, მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ეს Ultimate Fighter მისთვის ყურადღების მიქცევის კარგი საშუალებაა. არ მინდა მას ეს მივცე. ამას კონორისთვის არასდროს გავაკეთებდი. პრომოუშენმა 5 მილიონი დოლარიც, რომ შემომთავაზოს მაინც არ მივიღებ მონაწილეობას. ჩემთვის UFC-ც რომ მოეცათ მაინც უარს განვაცხადებდი», - ამბობს ხაბიბი.

ყველაფერი 2018 წლის 6 ოქტომბერს მოხდა. მე ის დავამარცხე და ყველაფერი დავასრულე, რაც მას ჰქონდა. ახლა ახალი გამოწვევა მქონდა დასტინ პორიეს სახით, ახლა კი ჯასტინ გეტჯია. ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი, თუმცა არამგონია, რომ ის კონორ მაკგრეგორი იყოს».

გაცნობებთ, რომ The Ultimate Fighter-ი რეალითი-შოუა, რომელიც 2005-დან 2018 წლამდე გადიოდა ეთერში. შოუს მონაწილეები ორ გუნდად იყოფიან, ხოლო მათ ცნობილი მებრძოლები ხელმძღვანელობენ. ფინალურ ბრძოლაში გამარჯვებული კი UFC-ს კონტრაქტს იღებს ჯილდოს სახით.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.