«ლეიკერსმა» საჩემპიონო ზეიმი დააანონსა

ლოს-ანჯელესის კლუბის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საჩემპიონო ზეიმთან დაკავშირებული საკითხი გაირკვა: «ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ჩემპიონობის აღნიშვნას მოუთმენლად ველით. ქალაქისა და შტატის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ სასიხარულო და ვრცელი საჯარო აღნიშვნა მაშინ გაიმართება, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. მანამდე კი კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისთვის!»
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში და მათ შორის ამერიკაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ფერხდება ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ჩემპიონის ტიტულის საჯარო აღნიშვნა.
We cannot wait to celebrate our NBA title with our fans. After consulting with the City and the County, we all agree that a joyful and inclusive public celebration will take place as soon as it is safe to do so. In the meantime, thank you again, Lakers Nation, for your support!
— Los Angeles Lakers (@Lakers) October 13, 2020