ტერ შტეგენი შესაძლოა «რეალთან» მატჩამდე გამოჯანმრთელდეს

ტერ შტეგენი შესაძლოა «რეალთან» მატჩამდე გამოჯანმრთელდეს ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «კატალონიის ბარსელონას» გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, შესაძლოა, «რეალთან» მატჩამდე გამოჯანმრთელდეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი გოლკიპერი ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადის. 28 წლის ფეხბურთელს მუხლზე ჰქონდა მძიმე ტრავმა, აგვისტოში კი ოპერაცია გაიკეთა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ტერ შტეგენის ელ კლასიკომდე დაბრუნება გამორიცხული არ არის.

შეგახსენებთ, რომ «მადრიდის რეალისა» და «კატალონიის ბარსელონა» ერთმანეთს შაბათს 24 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში 28 წლის გერმანელი კარის დარაჯი არც ერთ შეხვედრაში არ გამოჩენილა. გასულ სეზონში ტერ შტეგენმა 50 გოლი გაუშვა 46 შეხვედრაში და 17 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.