კაზემირო: აზარს სტაბილურობა აკლია

"აზარმა იცის, რომ მას პრობლემები აქვს, თუმცა ვარჯიშების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. როდესაც აზარი საკუთარ რითმს მოძებნის და ზედიზედ სამ-ოთხ შეხვედრას ჩაატარებს, მაშინ ის ჩვეულ დონეს დაუბრუნდება. გასულ წელს, კარგ ფორმაში მყოფმა, ტრავმა მიიღო. მას უბრალოდ მეტი სტაბილურობა ესაჭიროება."
"ბეილს თითოეულ თანაგუნდელთან კარგი ურთიერთობა აქვს. როდესაც ის მაქსიმალური ყურადღებით თამაშობს, მაშინ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხდება. ეჭვგარეშეა ტოპ-ხუთეულში შედის. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მასთან ერთად გასხდელში ყოფნა. იმედს ვიტოვებ "ტოტენჰემის" შემადგენლობაში ბეილს ყველაფერი გამოუვა. მე ძალიან ვაფასებ იმ გოლებს, რაც მან ფინალში გაიტანა. როდესაც გარეტის შესახებ ვფიქრობ, მყისიერად მის მიერ გატანილი გოლები მახსენდება." - ციტირებს გამოცემა As კაზემიროს სიტყვებს.