მატიუდი: ნაკრებში თამაში კვლავ შემიძლია

მატიუდი: ნაკრებში თამაში კვლავ შემიძლია "ინტერ მაიამის" ნახევარმცველი ბლეზ მატიუდი, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა სურს. მისი განცხადებით, ფიზიკური კონდიციები აძლევს იმის საშუალებას, რომ გუნდს ძველებურად დაეხმაროს.

"როდესაც "ინტერ მაიამის" შემადგენლობაში გადავედი, ამით სანაკრებო კარიერა არ დამისრულებია. ეს ძალიან რთული არჩევანი იყო. ეროვნული გუნდის რიგებში მრავალი წელი მაქვს გატარებული. მქონდა ბევრი სასიხარულო მომენტი, ისევე როგორც იმედგაცრუებაც. რა თქმა უნდა, მოცემულ მომენტში ნაციონალური ნაკრების შემადგენლობაში არ მიძახებენ. ეს უცნაურია, თუმცა ეს არის ის არჩევანი, რაც მე გავაკეთე. აქ გათვალისწინებული იყო უამრავი მომენტი."

"მოხრული ვარ მიღებული გადაწყვეტილების გამო, თუმცა ჩემი აზრით კვლავ შემიძლია, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში. აქ დასასვენებლად არ ჩამოვსულვარ და ამის შესახებ ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩემი კარები ღიაა, თუ დამიძახებენ ბედნიერი ვიქნები, რომ მექნება შესაძლებლობა გუნდს დახმარება აღმოვუჩინო."
- ციტირებს მატიუდის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.