Don Balon: "პარი სენ-ჟერმენს" ჯანლუიჯი დონარუმა სურს

21 წლის ფეხბურთელს მილანურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფრანგების სურვილია ხსენებული კიპერი თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანონ, რათა ზედმეტი ხარჯებისგან თავი აირიდონ. ასევე ცნობილია, რომ იტალიელ ფეხბურთელსა და "როსონერის" მესვეურებს შორის წარმოებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მიზეზად დონარუმას მაღალი სახელფასო მოთხოვნა დასახელდა. "მილანის" წინადადება დაახლოებით 7-8 მილიონი ევროს წლიურ ანაზღაურებას ითვალისწინებდა.