ბუსკეტსი: კლუბში არსებული პრობლემების შესახებ 5-6 საათი შემიძლია ვისაუბრო

ბუსკეტსი: კლუბში არსებული პრობლემების შესახებ 5-6 საათი შემიძლია ვისაუბრო კატალონიის "ბარსელონას" 32 წლის ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსი, გუნდში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

"ეს არ არის "ბარსელონას" საუკეთესო პერიოდი. შემიძლია ამ საკითხებზე ხუთი-ექვსი საათის განმავლობაში ვისაუბრო. ჩვენთვის ეს არ ყოფილა საუკეთესო წელი. პრობლემები იყო, როგორც ინდივიდუალური ხასიათის, ისე კოლექტიური. ფეხბურთი - გუნდური სპორტის სახეობაა. მოცემულ მომენტში ჩვენ ახალი შესაძლებლობა გვაქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუცია უკეთესობისკენ შეიცვლება." - აცხადებდა ბუსკეტსი გამოცემა Sport.es-თან მიცემულ ინტერვიუში.

კატალონიის "ბარსელონა" მოპოვებული 7 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე პოზიციაზეა წარმოდგენილი. სატურნირო ცხრილს მადრიდის "რეალი" ლიდერობს. სამეფლო კლუბის აქტივში 10 ქულაა მოგროვებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.