პირლო: გვარდიოლა სამაგალითოა

პირლო: გვარდიოლა სამაგალითოა ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო სამწვრთნელო საქმიანობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალბედა სპეციალისტებისთვის გვარდიოლა ნამდვილად სამაგალითოა.

"როდესაც ფეხბურთის თამაში დავასრულე, სამწვრთნელო საქმიანობის შესწავლა დავიწყე. მონდომება ყოვლედღიურად მიმძაფრდებოდა. ჩემი კარიერის მანძილზე უამრავ დიდებულ სპეციალისტთან მიმუშავია : ლუჩესკუ, მარჩელო ლიპი, კარლო ანჩელოტი, ანტონიო კონტე, ალეგრი... ძალიან გამიმართლა, რომ მომეცა შესაძლებლობა მსოფლიო დონის მწვრთნელებთან ერთად ვყოფილიყავი. ვცდილობდი, თითოეული მათგანისგან რაღაც მცირედი ამეღო.

"გვარდიოლა ყველასათვის სამაგალითოა. ის არის ნამდვილი ნიმუში ახალაგზრდა მთავრი მწვრთნელებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ყოველ სპეციალისტს საკუთარი იდეა და ხედვა აქვს."
- ციტირებს უეფას პრეს-სამსახური ანდრეა პირლოს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ