TyC Sports: ვიალი "ატალანტას" აქებს

"ალეხანდრო გომესი, ყოველწლიურად უკეთესი ხდება. მოცემულ მომენტში ის სრულყოფილი ფეხბურთელია. აქვს შესაბამისი ხარისხი და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. გომესი უბრალოდ დიდებულია, თუმცა არსებობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მესი, რონალდო, ნეიმარი და ლევანდოვსკი. პირადად მე "ოქროს ბურთს" მას მივცემდი, თუმცა ბოლომდე მესმის, რომ ეს რთულად წარმოსადგენია."
"ძალიან მომწონს "ატალანტა". ეს არის გუნდი სადაც სიამოვნებით ვითამაშებდი, მათი სტილი იდეალურია შემტევი ფეხბურთელებისთვის. ისინი მხიარულად ასპარეზობენ, გააჩნიათ მებრძოლი სული და თამაშობენ როგორც ალტრუისტების გუნდი - ეს არის ისეთი მახასიათებელი, რასაც ჩვენ გულშემატკივრები, ძალიან ვაფასებთ." - ციტირებს ვიალის სიტყვებს გამოცემა TyC Sports.