ფავრი: სანჩო კარგი ფეხბურთელია მაგრამ...

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი ჩვენთან რჩება. სანჩო, რა თქმა უნდა, კარგი ფეხბურთელია, თუმცა მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. მან უკეთ უნდა აკონტროლოს ბურთი, თამაშის დროს გამოირჩეს მეორე სართულზეც და დაეხმაროს გუნდს დაცვაშიც. მას არ შეუძლია 10 წუთი უძრავად იდგეს ერთ ადგილზე, ამის შემდეგ კი 10 წუთი გუნდისათვის სასარგებლო იყოს. ეს ყველას ეხება."-ციტირებს ფავრის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal.
ჯეიდონ სანჩო მანჩესტერ "სიტის" აღზრდილი ფეხბურთელია. 2017 წლის ზაფხულში იგი "დორტმუნდელთა" შემადგენლობაში ჩაირიცხა. იმ პერიოდში ტრანსფერმა 7,84 მილიონი ევრო შეადგინა. 2019/2020 წლის სეზონში სანჩომ 20 გოლის გატანა და 20 შედეგიანი გადაცემის გაფორმება შეძლო. მთლიანობაში მან 44 ჯერ მოირგო "დორტმუნდის" მაისური.