კასილასი: "რეალში" თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი

კასილასი: "რეალში" თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერ კასილასი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მადრიდის "რეალიდან" წამოსვლის ეპიზოდს იხსენებს.

"დადგა დრო, როდესაც მადრიდის "რეალში" თავს ძველებურად კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. აუცილებელი იყო, ახალი სუფთა ჰაერის მოძიება. "პორტუმ" ზუსტად ის მომცა, რასაც მე მადრიდის "რეალში" ალბათ ვეღარ მივიღებდი. ეს ძალიან მომეწონა."-ციტირებს კასილასის სიტყვებს გამოცემა Sport.es

ორიოდე დღის წინ იკერმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ინფარქტის შემდგომი პერიოდიც გაიხსენა -”ბევრმა ეს არ იცის, მაგრამ ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთმა პირველმა დამირეკა გულის შეტევის შემდეგ, რათა გაერკვია, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს, ​​ეს მაიძულებს ცხოვრებისეული წვრილმანი მომენტები უფრო მეტად დავაფასო. თქვენ ცდილობთ ყოველდღიურად იცხოვროთ, თუმცა უეცრად წყვეტთ არსებობას თქვენივე პატარა სამყაროში. ძალიან გამიმართლა, ყველას არ ეძლევა მსგავსი შანსი. იმ დღეს, როდესაც ინფარქტი დამემართა, ვიგრძენი, რომ ვკვდებოდი და ამან ბევრი რამე სხვანაირად დამანახა ” - აღნიშნავდა კასილასი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.