როდრიგო: მუდამ მადარებდნენ ნეიმარს და რობინიოს

როდრიგო: მუდამ მადარებდნენ ნეიმარს და რობინიოს როდრიგო ანტონიო როდრიგესი, 19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც მოცემულ მომენტში მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს, ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას გამუდმებით ადარებდნენ ნეიმარს და რობინიოს. მისი სურვილი კი საკუთარი ისტორიის შექმნაა.

"ჩემი კარიერის საწყისი პერიოდიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც "სანტოსის" რიგებში გამოვდიოდი, მადარებდნენ ნეიმარს და რობინიოს. მე მუდამ ვაცხადებდი, რომ მსურს ვიყო როდრიგო და საკუთარი ისტორია დავწერო. ნეიმარი და რობინიო -"სანტოსის" დიადი კუმირები არიან, ისევე როგორც ყველა იმ კლუბის სადაც კი მათ უთამაშიათ. მე ახლა ვიწყებ ფეხბურთის თამაშს და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი ნეიმარი არსებობს. ეს მუდამ ასე იყო, მე კი მინდა რომ უბრალოდ როდრიგო ვიყო."

"კარგია როდესაც შესაბამისი დონე გაგაჩნია. ყველამ ვიცით რომ "რეალში" ჩემს პოზიციაზე, უამრავი ბრწყინვალე ფეხბუთელია თავმოყრილი. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩემი ასპარეზობის დრო მოვა, კარგად გამოვიდე და გავაკეთო ის რასაც ტიტე ჩემგან მოელის. ვაჩვენო ეს ყოველ წინასამატჩო ვარჯიშზე. აუცილებელია, ჩემს სამუშაოში ე.წ უწყვეტობა მქონდეს, რათა გავაგრძელო ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა" - აღნიშნავს როდრიგო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.