Bild: ვენგერი ერთა ლიგას აკრიტიკებს

Bild: ვენგერი ერთა ლიგას აკრიტიკებს ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, ევროპის ერთა ლიგის ფორმატს აკრიტიკებს, ამასთან გამოდის ინიციატივით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, უფრო ხშირად ჩატარდეს.

"ერთა ლიგის ტურნირს თავი უნდა დავანებოთ და ისეთი ჩემპიონატები ჩავატაროთ, რომლებიც ყველასათვის გასაგები იქნება. ახლა ქუჩაში, რომ გახვიდეთ და ადამიანებს ჰკითხოთ, რა არის ეს ერთა ლიგა? ძალიან ცოტა თუ აგიხსნით რას წარმოადგენს ხსენებული ჩემპიონატი. აუცილებელია, რაც შეიძლება მცირე რაოდენობით ჩატარდეს სხვადასხვა ფორუმები. ერთი მსოფლიოს ჩემპიონატი და ერთი ევროპის ჩემპიონატი - ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ვფიქრობ ეს მისაღები ვარიანტი უნდა იყოს თანამედროვე მსოფლიოსათვის." - ციტირებს არსენ ვენგერის სიტყვებს გამოცემა Bild-ი.

არსენ ვენგერი ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 1996-2018 წლებში მუშაობდა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.