ენტონი დევისი: «ვფიქრობ კობი ჩვენით იამაყებდა»

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი, კობი ბრაიანტი, 2020 წლის 26 იანვარს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
— წარმოუდგენელია. სეზონის განმავლობაში ჩვენ აღმასვლა და დაღმასვლა გვქონდა, თუმცა ახლა აქ ვართ და ჩვენ NBA-ს ჩემპიონები გავხდით. ჩემპიონობის მოპოვება საკმაოდ რთულია. მიხარია, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. მიყვარს ეს ბიჭები».
— ტრაგედიის შემდეგ ყველაფერს კობი ბრაიანტისთვის ვაკეთებდით. გვსურდა დაწყებული დაგვემთავრებინა. ვფიქრობ, რომ ის ჩვენით იამაყებდა, ისევე როგორც მისი მეუღლე ვანესა ამაყობს ახლა. ის ჩვენი დიდი ძმა იყო».
შეგახსენებთ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის სერიის ფინალური ეტაპის მეექვსე მატჩი ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 106:93 დასრულდა. სერიის ანგარიში 2-4 ლოს ანჯელესის გუნდის სასარგებლოდ.