ფელიქს მაგათი: ტიტულებს მესი იგებდა და არა გვარდიოლა

"ტიტულებს მესი იგებდა და არა გვარდიოლა. ლიონელის გარეშე პეპის სისტემა, ასე ეფექტურად არასდროს მუშაობდა. ეს ასე, რომ არ იყოს მაშინ პეპი უკვა დიდი ხნის წინ მოიგებდა უეფას ჩემპიონთა ლიგას, მიუნხენის "ბაიერნთან" ან მანჩესტერ "სიტისთან" ერთად."
"კატალონიის ბარსელონაში ეს სისტემა მხოლოდ ლეო მესის გამო მუშაობდა. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც მატჩის ბედს არსაიდან წყვეტს. ჩემი აზრით, გვარდიოლა ძალიან ხშირად, ჯერ კიდევ მოსამზადებელე ეტაპზე აგებს მატჩს, ის ცდილობს წინასწარ მოიგოს შეხვედრა. ტაქტიკის შეუფასებლობა, ძალიან ხშირად ვლინდება არასწორ გადაწყვეტილებებში, რაც წარმატებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს." - ციტირებს გამოცემა Sport Bild ფელიქს მაგათის სიტყვებს.