კასილასი: მოურინიომ ერთ-ერთმა პირველმა დამირეკა

კასილასი: მოურინიომ ერთ-ერთმა პირველმა დამირეკა მადრიდის "რეალის" ყოფილმა მეკარემ იკერ კასილასმა "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.

”ბევრმა ეს არ იცის, მაგრამ ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთმა პირველმა დამირეკა გულის შეტევის შემდეგ, რათა გაერკვია, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს, ​​ეს მაიძულებს ცხოვრებისეული წვრილმანი მომენტები უფრო მეტად დავაფასო. თქვენ ცდილობთ ყოველდღიურად იცხოვროთ, თუმცა უეცრად წყვეტთ არსებობას თქვენივე პატარა სამყაროში. ძალიან გამიმართლა, ყველას არ ეძლევა მსგავსი შანსი. იმ დღეს, როდესაც ინფარქტი დამემართა, ვიგრძენი, რომ ვკვდებოდი და ამან ბევრი რამე სხვანაირად დამანახა ” - აღნიშნა კასილასმა.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ვეტერანი კიპერი კრიშტიანო რონალდოს და ლიონელს მესის შესახებაც საუბრობს - "კრიშტიანოს ჯერ კიდევ ბავშობიდან ჰქონდა დაუოკებელი სურვილი ნომერ პირველი გამხადრიყო. ჩემი აზრით ის სწორედ ასეთი გახდა. თუ მას ლიონელ მესის შევადარებთ, მაშინ რონალდოს მიღწევები უფრო მეტ გაოცებას იწვევს, ვიდრე ეს არგენტინელის შემთხვევაშია. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით ლიონელის ნიჭის შესახებ, კრიშტიანო კი უაღრესად მონდომებული იყო და თავდაუზოგავად შრომობდა, რათა გამხდარიყო საუკეთესო.

ძალიან გაგვიმართლა, რომ გვაქვს შესაძლებლობა ორი ფენომენალური ფეხბურთელის თამაშით დავტკბეთ. იმ ადამიანებს, ვინც რონალდოს პირადად არ იცნობენ, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ის თავქარიანი და ქედმაღალია, რაც სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება."
- განაცხადა კასილასმა გამოცემა ESPN–თან მიცემულ ინტერვიუში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.