«ლეიკერსი» NBA-ს ჩემპიონია

«ლეიკერსი» NBA-ს ჩემპიონია NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის სერიის ფინალური ეტაპის მეექვსე მატჩი გაიმართა ლოს-ანჯელეს ლეიკერსსა და მაიამის შორის. ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილმა გუნდმა ჰიტი დამაჯერებლად ანგარიშით 106:93 დაამარცხა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ლოს-ანჯელესის კლუბის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომლის აქტივშის ტრიპლ-დაბლია - 28 ქულა, 14 ართმევა და 10 შედეგიანი გადაცემა. 19 ქულა და 10 ართმევა აქვს ენტონი დევისს, ხოლო რაჯონ რონდოს მონაგარი 19 ქულაა.

მაიამის რიგებში თავის გამოჩენა ბამ ადებაიომ შეძლო, რომელმაც 25 ქულისა და 10 ართმევის შესრულება მოახერხა.

ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა ჩემპიონის ტიტული 17-ჯერ მოიპოვა. NBA-ს ისტორიაში მოგებული ტიტულების მიხედვით ფრენკ ვოჰელის გუნდი პირველ ადგილს ბოსტონთან იყოფს, რომელსაც ასევე 17-ჯერ აქვს ჩემპიონის ტიტული მოპოვებული.

NBA პლეი-ოფი

ფინალური ეტაპი

მეექვსე მატჩი

«მაიამი» — «ლეიკერსი» — 93:106 (20:28, 16:36, 22:23, 35:19)

სერიის ანგარიში: 2-4


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.