შვაინშტაიგერი: შემადგენლობის ხშირი ცვლილება საზიანოა

შვაინშტაიგერი: შემადგენლობის ხშირი ცვლილება საზიანოა გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი, ლეგენდარული ბასტიან შვაინშტაიგერი უკრაინასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ერთა ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში, გერმანიამ ანგარიშით 2:1 იმარჯვა.

"გერმანიის ეროვნულ ნაკრებს შეეძლო უფრო კარგად გამოეყენებინა არსებული საგოლე მომენტები და არ უნდა დაეკარგა ბურთი ასე ხშირად. ჩემი აზრით, თავად ნაკრებისთვის იქნება უკეთესი, თუ ერთი შემადგენლობით უფრო ხშირად ითამაშებენ და მუდმივ ცვლილებებს არ მიმართავენ. საკავანძო ფეხბურთელები მუდამ მოედანზე უნდა იყვნენ." - ციტირებს შვაინშტაიგერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

განვლილი შეხვედრა შეაფასა უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომაც - ”მე ძალიან კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების მონდომებით, იმ გეგმის განხორციელებით, რაც ამ თამაშში გვქონდა დასახული. ფეხბურთელები ცდილობდნენ მის ბოლომდე შესრულებას და დიდ მოთმინებას იჩენდნენ. ყველას ძალიან გაუჭირდა. გერმანია ბურთის კონტროლის მხრივ, ძალზედ სოლიდური გუნდია. მათ ჰყავთ ძლიერი და სრწაფი ფეხბურთელები. აუცილებელი იყო ბრძოლის, შრომის და საკუთარი ფეხბურთის დემონსტრირება. ეს ზოგჯერ კარგად გამოგვდიოდა, ზოგჯერ არც ისე კარგად.

"დღეს შემადგენლობაში იყვნენ ბიჭები, რომლებასაც ვერ დავარქმევთ დებიუტანტებს, თუმცა 18-19 წლის ასაკში მათ ნამდვილი დენთის სუნი ჯერ არ უგრძვნიათ. მსგავსი თამაშები, მათ მისცემთ შესაძლებლობას მსგავსი დონე შეიცნონ. გაითავისონ თუ როგორ უნდა ემზადებოდნენ და რა მიზნის მიღწევას უნდა ცდილობდნენ."
- აღნიშნავდა შევჩენკო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.