Il Foglio : პანეტა დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს

Il Foglio : პანეტა დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს 1976 წლის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული, იტალიელი ჩოგბურთელი ადრიანო პანეტა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში US Open 2020-ის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

"ასეთ მოცემულობაში მე თავს შევიკავებდი US Open-ზე მონაწილეობის მიღებისაგან. ჩემი სუბიექტური აზრით US Open წელს რაღაც სიგიჟეს დაემსგავსება. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება ის გადაწყვეტილება მიიღოს, რასაც მართებულად ჩათვლის, თუმცა ვფიქრობ რომ არ არსებობს მინიმალური პირობაც კი, იმისათვის რომ კორტებზე მშვიდად გახვიდე."

"რაფაელ ნადალი მართალია, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება ამ ტურნირზე არ გამგზავრებულიყო. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ჩოგბურთელი ახლა ცუდ ფორმაშია, თუ გავითვალისწინებთ არსებულ ხანგრძლივ შესვენებას. ასევე დიდი რისკია ტრავმის მიღების თვალსაზრისითაც. ნათელია, რომ ყველა ეს შეზღუდვა ხსენებულ ტურნირს აკნინებს. იგი ნაკლებადსანახაობრივი და ნაკლებადმნიშვნელოვანი ხასიათის ხდება. მაყურებლის გარეშე ჩოგბურთის თამაში კოშმარია. სპორტს ქომაგი ესაჭიროება, ცარიელი ტრიბუნები მოტივაციაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს."
-ციტირებს Il Foglio ვეტერანი ჩოგბურთელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ამერიკის ღია პირველობა ნიუ-იორკში 31 აგვისტოს აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.