პუიოლი: მალდინი ჩემი კუმირი იყო

"ჩემი სურვილი იყო, მესის არ დაეტოვებინა "ბარსელონას" რიგები, მაგრამ ეს ფეხბურთია. საბოლოო ჯამში მან დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. სულ მცირე ხნის წინ მან განაცხადა, რომ მოტივაცია აქვს. იმედს ვიტოვებ, "ბარსაში" კიდევ მრავალი წელი იქნება წარმოდგენილი. ეს ძალიან დიდი აქტივია ზოგადად ესპანეთის ჩემპიონატისთვის."
"რა თქმა უნდა, ცვლილებებს თავის ხიბლი აქვს, თუმცა აუცილებელია სათანადო შეფასება გააკეთო. მე ამაყი ვიყავი, როდესაც "ბარსელონას" მაისურით ვასპარეზობდი. მოცემულობა შესანიშნავი იყო და გუნდს ჩემი იმედი ჰქონდა. იყო უამარავი წინადადება, როგორც იტალიიდან ისე ინგლისიდან. არასდროს ვმალავდი, რომ მსურდა "მილანის" შემადგენლობაში თამაში, მალდინისთან ერთად ასპარეზობა, ის ჩემი კუმირი იყო. მიუხედავად ამისა, მე ბედნიერი ვიყავი ბარსელონაში დარჩენით." - ციტირებს პუიოლის სიტყვებს გამოცემა Mundo Deportivo.