ვენგერი: კრიშტიანოს გაფორმებასთან ახლოს ვიყავით

"იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებიც ჩვენთან უნდა გადმოსულიყვნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ტრანსფერი ვერ შედგა, 50 მაინც იქნება. ყველაზე გულდასაწყვეტი ისტორია კრიშტიანო რონალდოს უკავშირდება, როდესაც მან მანჩესტერ "იუნაიტედთან" გააფორმა კონტრაქტი.
ლონდონის "არსენალს" ჰქონდა შეთანხმება ლისაბონის "სპორტინგთან", მანჩესტერ "იუნაიტედმა" კი კარლუშ კაეირუში აიყვანა მწვრთნელის ასისტენტის რანგში. "იუნაიტედმა" ჩვენი წინადადება მყისიერად გადაჭრა და რონალდო გაიფორმა."
"ჩვენ მართლაც გვქონდა კონკრეტული შეთანხმება მიღწეული. მეტსაც გეტყვით, მას უკვე ჰქონდა ლონდონის "არსენალის" მაისური. მე, კრიშტიანომ და დედამისმა, ბაზის ტერიტორიაზე ერთად ვივახშმეთ კიდეც." - ციტირებს გამოცემა The Guardian არსენ ვენგერის სიტყვებს.