გიოტცე "დორტმუნდის" გულშემატკივარს დაემშვიდობა

გიოტცე "დორტმუნდის" გულშემატკივარს დაემშვიდობა დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი ფეხბურთელი მარიო გიოტცე, რომელიც ახალ სეზონში "პსვ ეინდჰოვენის" ღირსებას დაიცავს, სოციალურ ქსელში გერმანულ კლუბს ემშვიდობება და შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებს.

"ჩემი სურვილია დავემშვიდობო კლუბს და მის გულშემატკივარს. მუდამ სიამაყით ვატარებდი ამ გუნდის მაისურს. "ბორუსიას" წარმატებულ სეზონს ვუსრვებ. სულმოუთმენლად ველი ახალ თავგადასავალს "პსვ ეინდჰოვენის" შემადგენლობაში. იმედი მაქვს, კარგ სეზონს ჩავატარებთ და მაქსიმალურ წარმატებას მოვიპოვებთ." - წერს მარიო გიოტცე "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

ხსენებულ ტვიტს მალევე გამოეხმაურა დორტმუნდის "ბორუსიას" პრეს-სამსახური - "მარიო, შავ-ყვითლების მისამართით შენი დამოკიდებულების გამო, დიდ მადლობას გიხდით. მომავალ წარმატებებს და საუკეთესო სეზონს გისურვებთ!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.