კავანი: ეს დიდი პასუხისმგებლობაა

კავანი: ეს დიდი პასუხისმგებლობაა მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი განმარტავს, თუ რატომ შეაჩერა საკუთარი არჩევანი "წითელი ეშმაკების" სასარგებლოდ.

”მე მქონდა მრავალი სხვადასხვა ვარიანტი, იმ დროსაც კი, როდესაც ყველაფერი არც ისე მარტივად გამოიყურებოდა როგორც სპორტში, ისე ზოგადად მსოფლიოში. ძალიან მიზიდავდა ინგლისში თამაშის შესაძლებლობა და მით უმეტეს, მანჩესტერ "იუნაიტედში", ეს ჩემთვის დიდი ინტერესი და უდიდესი მოტივაციაა. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ დიდი სურვილი მაქვს ვიყო კონკურენტუნარიანი, გამოვიჩინო შრომისმოყვარეობა და საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო, რათა მოცემულ დავალებებს გავუმკლავდე. ვეცდები დანარჩენებთან ერთად, მწვერვალი დავიპყრო.

როდესაც მანჩესტერ "იუნაიტედში" შვიდნომრიანი მაისურის მორგების შესაძლებლობა გეძლევა, რომელიც აქამდე მხოლოდ ლეგენდებს ეცვათ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ვიმედოვნებ, შევეფერები იმ დიდ მოთამაშეებს, რომლებიც ჩემამდე ამ ნომერს ატარებდნენ
” - ციტირებს კავანის სიტყვებს "იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.