Calciomercato.It: "იუვენტუსმა" ალაბასთან შეთანხმებას მიაღწია?

წყაროს მტკიცებით, ტურინული კლუბი ავსტრიელ უკანახაზელს მას შემდეგ გაიფორმებს, რაც ამ უკანასკნელს არსებული კონტრაქტი ამოეწურება. "რეკორდმაისტერთან" მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებს, იმის შესახებ რომ ფეხბურთელი კონტრაქტს არ გააგრძელებს და იტალიურ გრანდში ჩაირიცხება, როგორც თავისუფალი აგენტი - ამტკიცებს გამოცემა.
ფეხბურთელის მომსახურებით მრავალი ევროპული კლუბია დაინტერესებული. მათ შორის სახელდებიან: მანჩესტერ "იუნაიტედი", მანჩესტერ "სიტი", "პარი სენ-ჟერმენი" და სხვა
💥 #Juventus - Dalla Spagna: i bianconeri avrebbero messo le mani su #Alaba
— calciomercato.it (@calciomercatoit) October 11, 2020
📲 #CMITmercato https://t.co/1pfzzJBVtX