Marca: მოდრიჩი საკუთარ თავზე საუბრობს

"ეს ზუსტად იგივეა, როგორც ნაციონალური გუნდის შემთხვევაში. ყოველ მატჩში მოედანზე გავდივარ, შემდეგ კი ველოდები მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია "რეალში" დავრჩე, თუმცა ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პატარა აღარ ვარ და ასაკი თავს მახსენებს.
"ჯერჯერობით ვგრძნობ, რომ მადრიდის "რეალისთვის" კვლავ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ. ასეთად მსურს დარჩენა. როდესაც არსებული მოცემულობა შეიცვლება, მაშინ ახალი გამოწვევების ძიებას დავიწყებ. ამჯერად კი ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას." - ციტირებს გამოცემა Marca ლუკა მოდრიჩის სიტყვებს.