Yahoo! Sport: ვენგერმა "არსენალი" შეაქო

Yahoo! Sport: ვენგერმა "არსენალი" შეაქო გამოცდილი ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი, რომელიც ლონდონის "არსენალს" 1996-2018 წლებში წვრთნიდა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ყოფილი კლუბის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "მეთოფეებს" ყველანაირი რესურსი გააჩნიათ იმისათვის, რომ პირველ ოთხეულს დაუბრუნდნენ.

"ჩემი აზრით "არსენალში" შესანიშნავი გუნდური სული სუფევს. ამ კლუბს აქვს შესაძლებლობა საკუთარი თავი ღირსეულად წარმოაჩინოს. ვფიქრობ, რთული არ იქნება 56 ქულაზე მეტის მოგროვება, ანუ უფრო მეტის ვიდრე ეს წინა სეზონში იყო. დარწმუნებული ვარ "არსენალს" შეუძლია პრემიერ ლიგის პირველ ოთხეულში მოხვდეს. მეტიც, კიდევ უფრო უკეთ წარმოჩინდეს, რატომაც არა? ამ სეზონში მათგან სიურპრიზები არ უნდა გაგვიკვირდეს. განახორციელეს ბრწყინვალე ტრანსფერები, გააძლიერეს დაცვა...

"რაც ყველაზე მთავარია "არსენალმა" მოახერხა და საკვანძო ფეხბურთელები შეინარჩუნა, მაგალითად ობამეიანგი. ამ გუნდს აქვს ყველა საჭირო ინგრედიენტი, რათა წარმატებას მიაღწიოს და ამასთნ, გამოკვეთილ სისუსტეებს ვერ ვხედავ."
- ციტირებს არსენ ვენგერის სიტყვებს გამოცემა Yahoo! Sport.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.