საქართველომ სომხეთთან ფრე ითამაშა

ანგარიშის გახსნა მატჩის დასაწყისშივე მოახერხეს ჩვენმა მეტოქეებმა. შეხვედრის მე-6 წუთზე ქართველების შეცდომით ბარშეგიანმა ისარგებლა, რომელმაც გადაცემა ბაირამიანს გაუკეთა, რომელსაც მომენტის დასრულება არ გასჭირვებია.
შეხვედრის პირველ ნახევარშივე შეეძლოთ ქართველებს წონასწორობის აღდგენა, ჯამში ალბათ 4-5 საგოლე მომენტი ჰქონდათ ვლადიმერ ვაისის ბიჭებს, თუმცა პირველი ტაიმი სომხების სასარგებლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს ჩვენა ფეხბურთელებმა და 46-ე წუთზე შენგელიას შესანიშნავი გადაცემით ისარგებლა ნიკა კაჭარავამ და იურჩენკოს მკერდით შეუგდო ბურთი 1:1. 61-ე წუთზე ვლადიმერ ვაისმა ვაკო გვილიას ნაცვლად მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილი შემოუშვა.
როგორც ცოტახანში გაირკვა ვაისმა ცვლილება გამოიცნო. შეხვედრის 74-ე წუთზე ფლანგიდან კვლავ აქტიური იყო საქართველოს ნაკრები, ვაკო ყაზაიშვილის საჯარიმოში გაკეთებული პასით თორნიკე ცარიელ კართან დარჩა პირისპირ და იურჩენკოს მარტივად გაუტანა 1:2.
თითქოს მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე უმტკივნეულოდ უნდა მიგვეყვანა, თუმცა შეხვედრის მიწურულს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს დაცვაზე აქცენტირებულმა თამაშმა, სომხებს საშუალება მისცა რამდენიმე სახიფათო მომენტი შეექმნათ.
ჩვენდა სამწუხაროდ, მატჩის 88-ე წუთზე სომხების დარტყმული საჯარიმოში დაუშვილს ხელზე მოხვდა და ბებეკმაც პენალტი დადო, რომლის რეალიზებაც მხითარიანმა მოახერხა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2:2 დაფიქსირდა.
ამ მომენტში C ლიგის მე-2 ჯგუფში საქართველო მეორე ადგილზე იმყოფება 5 ქულით.