ფილიპე კოუტინიო: «გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები»

ფილიპე კოუტინიო: «გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები» «კატალონიის ბარსელონას» შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო, ცნობილ სპორტულ ვებ-პორტალ goal-თან ინტერვიუში «მიუნხენის ბაიერნიდან» ესპანურ გრანდში დაბრუნების შესახებ საუბრობს.

ახლა კარიერაში შესანიშნავი პერიოდი მაქვს. ბოლო დროს ბევრს მივაღწიე, როგორც პროფესიულ, ასევე საკლუბო დონეზე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ესპანეთში დავბრუნდი და დიდი სურვილი მაქვს ბარსელონაში საქმეები დავალაგო».

ძალ-ღონეს არ დავიშურებ და ბოლომდე დავიხარჯები გუნდის წარმატებისთვის. იმავე ეხება ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებსაც. მიუნხენის ბაიერნში ბევრი რამ ვისწავლე, რადგან გერმანიაში საკმაოდ ინტენსიური ვარჯიშებია. ფიზიკურად სწორედ გერმანიაში თამაშის წყალობით გავძლიერდი», - ფილიპე კოუტინიოს სიტყვებს ციტირებს goal.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი მიუნხენის ბაიერნში 2019/20 წლების სეზონში იყო განათხოვრებული. რეკორდმაისტერთან ერთად ფილიპე კოუტინიომ ისტორიული ტრიბლი მოიგო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.