ოფიციალურად: რეალმა რეინიერი დორტმუნდის ბორუსიაში გაანათხოვრა

ოფიციალურად: რეალმა რეინიერი დორტმუნდის ბორუსიაში გაანათხოვრა მადრიდის «რეალის» ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა 18 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის «დორტმუნდის» ბორუსიაში იჯარის წესით განათხოვრება დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრაზილიელი რეინიერი გერმანულ გრანდში 2 სეზონის განმავლობაში ითამაშებს, საარენდო შეთანხმება 2022 წლამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ რეინიერი მადრიდის «რეალში» 2020 წლის ზამთარში «ფლამენგოდან» გადმოვიდა. სამეფო კლუბმა 18 წლის ტალანტის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ბრაზილიელმა მადრიდული კლუბის მეორე გუნდის შემადგენლობაში 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლისა და 1 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

როგორც ცნობილია «დორტმუნდის» ბორუსიას სურვილის შემთხვევაში რეინიერის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.