ეშლი იანგს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

ეშლი იანგს კორონა ვირუსი დაუდასტურდა «მილანის ინტერის» ნახევარმცველს, ეშლი იანგს, კორონა ვირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას ნერაძურის პრესს-სამსახური ავრცელებს და სოციალურ ქსელში შესაბამის საინფორმაციო პოსტსაც აქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 35-წლის ინგლისელი ფეხბურთელი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ეშლი იანგი ინტერის რიგით მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ნერაძურის რიგებში კორონა ვირუსზე დადებითი ტესტი მილან შკრინიარს, რაჯა ნაინგოლანს, რობერტო გალიარდინის, ალესანდრო ბასტონსა და იონუც რადუს დაუდასტურდათ.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.