კევინ დე ბრეინე «მანჩესტერ სიტისთან» კონტრაქტს გაახანგრძლივებს

— მანჩესტერ სიტიში თავს ბედნიერად ვგრძნობ, მართალია კლუბში ამ თემაზე ჯერ არავისთან მისაუბრია, ასე რომ არ მესმის რას გულისხმობენ ადამიანები, როდესაც ამბობენ, რომ მე უკვე ვინმეს შევუთანხმდი», - დე ბრეინეს სიტყვებს ციტირებს Sky Sports.
— ყოველთვის ვამბობდი, რომ სიტი ძალიან მომონს. თუ ხელმძღვანელობას სურვილი ექნება ცემთან კონტრაქტი განიხილოს, მე მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ».
გაცნობებთ, რომ 29 წლის ბელგიელ შემტევს ქალაქელებთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. კევინ დე ბრეინე მანჩესტერ სიტის ღირსებას 2015/16 წლების სეზონიდან იცავს.
ქალაქელებმა ბელგიელი შემტევის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ვოლფსბურგს 76 მილიონი ევრო გადაუხადეს.