საქართველო სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მატჩი პოლონეთში, ტიჩი სიტის სტდიონზე გაიმართება. გეგმის მიხედვით შეხვედრა ერევანში უნდა გამართულიყო, თუმცა სომხეთში მიმდინარე მოვლენების გამო უეფას გადაწყვეტილებით შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე შედგება.
სომხეთის ნაკრებთან ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის გარდა ვლადიმერ ვაისის განკარგულებაში გურამ კაშია და ოთარ კაკაბაძე არ იქნებიან. როგორც ირკვევა ტრავმის გამო ხსენებული ფეხბურთელები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან შეხვედრასაც გამოტოვებენ.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონში ვლადიმერ ვაისის გუნდმა ორი შეხვედრა უკვე გამართა. ესტონეთის ნაკრებთან გამარჯვებისა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ყაიმის შედეგად საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.
საქართველოსა და სომხეთს მატჩი დღეს 11 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.