შარლ ლეკლერი: «შედეგით გაკვირვებული ვარ»

— თუ გავითვალისწინებთ ამინდს, მიკვირს მე-4 ადგილზე გასვლა, რომ მოვახერხეთ. მეგონა, რომ სიცივეში პრობლემები გვექნებოდა. სეზონის დასაწყისიდან გვიჭირდა რეზინის ცივ პირობებში მუშაობა, თუმცა კვალიფიკაციაში ყველაფერმა კარგად იმუშავა», - შარლ ლეკლერის სიტყვებს ციტირებს Racefans.
— მეოთხე ადგილი შესანიშნავი შედეგია. რათქმაუნდა, ჩვენს მიერ შემუშავებულმა სიახლეებმაც იმუშავა. რადიკალურ სიახლეებს არ ვამუშავებთ, რომელიც წრის დროს გააუმჯობესებდა. საუბარია მცირე განახლებებზე, რომელიც ბოლიდს ოპტიმიზაციას უკეთებს».
— ჯერ-ჯერობით სიახლეები კარგად მუშაობს. ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც ოპტიმიზაციას ვაკეთებთ, ამართლებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადრე ასე არ ხდებოდა. გუნდმა ბოლიდის მყარი ფუნდამენტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი», - დაასრულა შარლ ლეკლერმა კომენტარი.