ადამა ტრაორე: «მწვრთნელის მითითებებმა სამი ქულა მოგვაპოვებინა»

— შვეიცარიელები ხშირათ ხუთი მცველით თამაშობდნენ, ორგანიზებულები იყვნენ და საგრძნობლად გვირთულებდნენ ცხოვრებას. რამდენად დალაგებულად და ორგანიზებულადაც არ უნდა ითამაშოს მოწინააღმდეგემ, ჩვენ მწვრთნელის მითითებებს ვასრულდებდით და ამან მოგვიტანა სამი ქულა», - ამბობს ადამა ტრაორე უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.
— ჩვენ შვეიცარიის კართან ახლოს ხშირად ვიყავით, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში რაღაც გვაკლდა. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, მათ შორის მეც».
შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა პირველ ტაიმში მე-14 წუთზე მიკელ ოიარზაბალმა მოახერხა.