დავიდ ალაბასთვის «იუვენტუსი» და «პსჟ» იბრძოლებენ

28-წლის ავსტრიელ ფეხბურთელს რეკორდმაისტერთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მიუნხენური კლუბის მესვეურების მოლაპარაკებები დავიდ ალაბასთან ჯერ-ჯერობით უშედეგოა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავსტრიელი მცველი მიუნხენის ბაიერნს სოლიდურ ანაზღაურებას სთხოვს, რაც შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
Tuttosport-ი წერს, რომ თუ დავიდ ალაბა ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს ზაფხულში ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს რეკორდმაისტერს. თუმცა სავარაუდოა, რომ თუ მოვლენები ასე განვითარდება ბავარიელები ავსტრიელ მცველს ზამთარში შეელევიან.
ნებისმიერ შემთხვევაში, მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან იუვენტუსისა და პარი სენ-ჟერმენის მესვეურები.