ლორისი: კრიშტიანუ ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელია

ლორისი: კრიშტიანუ ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელია საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი უგო ლორისი, პორტუგალიასთან მოახლოებული დაპირისპირების წინ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს და მისი მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.

"ის სრულყოფილი მოთამაშეა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია და ძალიან ხშირად მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეაქვს. ამ ფეხბურთელით და მისი კარიერით მოხიბლული ვარ. რონალდუ განსაკუთრებული მოთამაშეა, ყველასგან გამორჩეული. ის მუდმივი საფრთხის მატარებელია მოწინააღმდეგე გუნდისთვის. ვეცდებით ეფექტურად გამოვიდეთ, რათა შევძლოთ და ეს მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ." - ციტირებს გამოცემა beIN Sports ჰუგო ლორისის სიტყვებს.

ზემოხსენებულ გუნდებს შორის, ერთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩი 11 ოქტომბერს არის ჩანიშნული. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.