შევჩენკო: ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ

”მე ძალიან კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების მონდომებით, იმ გეგმის განხორციელებით, რაც ამ თამაშში გვქონდა დასახული. ფეხბურთელები ცდილობდნენ მის ბოლომდე შესრულებას და დიდ მოთმინებას იჩენდნენ. ყველას ძალიან გაუჭირდა. გერმანია ბურთის კონტროლის მხრივ, ძალზედ სოლიდური გუნდია. მათ ჰყავთ ძლიერი და სრწაფი ფეხბურთელები. აუცილებელი იყო ბრძოლის, შრომის და საკუთარი ფეხბურთის დემონსტრირება. ეს ზოგჯერ კარგად გამოგვდიოდა, ზოგჯერ არც ისე კარგად.
"დღეს შემადგენლობაში იყვნენ ბიჭები, რომლებასაც ვერ დავარქმევთ დებიუტანტებს, თუმცა 18-19 წლის ასაკში მათ ნამდვილი დენთის სუნი ჯერ არ უგრძვნიათ. მსგავსი თამაშები, მათ მისცემთ შესაძლებლობას მსგავსი დონე შეიცნონ. გაითავისონ თუ როგორ უნდა ემზადებოდნენ და რა მიზნის მიღწევას უნდა ცდილობდნენ." - აღნიშნავს შევჩენკო.