გნაბრი: რთული მატჩი იყო

გნაბრი: რთული მატჩი იყო გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სერჟ გნაბრი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ევროპის ერთა ლიგის ეგიდით, უკრაინასთან გამართულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. შეხვედრა ბუნდესნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

"უკრაინასთან გამართული შეხვედრა მარტივი არ ყოფილა. მათ ერთგვარად დაგვშალეს და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გვამყოფეს. თამაშის მსვლელობას ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა ყველა კითხვის მოხსნა გაცილებით ადრე გვმართებდა. შესვენების შემდეგაც თუ ამავე ტემპით განვაგრძობთ თამაშს, მაშინ შესაძლებელი იქნება ასეთი მოცემულობითაც კარგად ვიასპარეზოთ." - ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი სერჟ გნაბრის სიტყვებს.

გერმანიის ეროვნული ნაკრები მოპოვებული 5 ქულით მეორე ადგილს იკავებს. უკრაინის გარდა, ხსენებულ ჯგუფში წარმოდგენილნი არიან ესპანეთის და შვეიცარიის ნაციონალური გუნდები.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.