გიგა ჭიკაძემ ომარ მორალესი დაამარცხა

აღსანიშნავია, რომ 34-წლის ვენესუელელი მებრძოლისთვის ეს პირველი განცდილი მარცხია. გიგა ჭიკაძესთან ბრძოლამდე ომარ მორალესის აქტივში 10-0 ფიქსირდებოდა. რაც შეეხება ქართველ მებრძოლს ეს მისი მე-11 გამარჯვებაა.
ბრძოლა სამი რაუნდი გაგრძელდა და ძირითადად დგომში მიმდინარეობდა. 32-წლის ქართველი, რომელიც კიკბოქსში მსოფლიო ჩემპიონია ფეხებით შესანიშნავად მუშაობდა, ბევრს მოძრაობდა, ომარ მორალესის თეიქდაუნის მცდელობებს კარგად ბლოკავდა.
A clean sweep! 🧹
— UFC (@ufc) October 10, 2020
🇬🇪 @Giga_Chikadze shows once again why he's one to watch.
[ #UFCFightIsland5 | #InAbuDhabi | @VisitAbuDhabi ] pic.twitter.com/KXLA37j0be
ვულოცავთ გიგა ჭიკაძეს ამ წარმატებას!