US Open-ზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

US Open-ზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული შვედმა მარკუს იუჰანსონმა, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობა 2002 წელს მოიგო და მსოფლიოს ყოფილი მეშვიდე ჩოგანი გახლდათ, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე კადრები გაავრცელა, სადაც US Open-ის ორგანიზატორების მიერ განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშანი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ US Open-ის ტურნირისთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. იუჰანსონი ბელგიელი ჩოგბურთელის დავიდ ჰოფენას მწვრთნელია.

US Open-ზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

იუჰანსონის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს გამაფრთხილებელი ნიშანი, სადაც წერია:

«არ გადაკვეთოთ აღნიშნული ხაზი. დარჩით "ბუშტში". ხაზის გადაკვეთა გამოიწვევს თქვენი ტურნირიდან მოხსნას»,

ამერიკის ღია პირველობა ნიუ-იორკში 31 აგვისტოს დაიწყება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, რაფაელ ნადალი, US Open-ში მონაწილეობას არ მიიღებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.