ოფიციალურად: კარიმ ბელარაბი "ლევერკუზენში" 2023 წლამდე დარჩება

"ძალიან ბედნიერები ვართ, რადგანაც თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, შეთანხმებას მივაღწიეთ. კარიმი ჩვენთან 2011 წლიდან ასპარეზობს, ამ დროის მანძილზე იგი ბუნდესლიგაში ხსენებულ პოზიციაზე, ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. როდესაც იგი საკუთარ სწრაფ ფეხბურთს დემონსტრირებს, მაშინ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება."-აცხადებს "ფარმაცევტების" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი.
2019/2020 წლის საფეხბურთო სეზონში 30 წლის შემტევმა ლევერკუზენის "ბაიერის" მაისური 26 შეხვედრაში მოირგო. გაიტანა ოთხო გოლი და განახორციელა შვიდი შედეგიანი გადაცემა. საბოლოო ჯამში "ბაიერმა" სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიცია დაიკავა.