ტონი ფერგიუსონი ხაბიბ ნურმაგომედოვს ემუქრება

ტონი ფერგიუსონი ხაბიბ ნურმაგომედოვს ემუქრება მსუბუქ წონაში UFC-ს მესამე ნომერი, ტონი ფერგიუსონი, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და პრომოუშენის მოქმედ ჩემპიონს, რუს ხაბიბ ნურმაგომედოვს, ემუქრება.

«არ ინერვიულო მსუქანო... მალე შევხვდებით!», - წერს ტონი ფერგიუსონი ინსტაგრამზე.


შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა, განაცხადა, რომ ორგანიზაცია მეექვსედ შეეცდება ხაბიბისა და ტონის ბრძოლის ორგანიზებას, თუმცა ამისთვის ჯერ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეტჯი უნდა დაამარცხოს.

ტონი ფერგიუსონის პოტენციურ მოწინააღმდეგედ მაიკლ ჩენდლერი სახელდება, რომელიც ამ მომენტისთვის სათადარიგო მებრძოლის სტატუსით UFC 254 ტურნირისთვის ემზადება.
MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.