კაი ჰავერცი პრემიერ ლიგის შესახებ საუბრობს

კაი ჰავერცი პრემიერ ლიგის შესახებ საუბრობს «ლონდონის ჩელსის» გერმანელი ნახევარმცველი, კაი ჰავერცი, ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში პრემიერ ლიგაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინგლისის ჩემპიონატი ბუნდესლიგისგან განსხვავდება.

ჯერ-ჯერბით მიჭირს, რადგან ინგლისის ჩემპიონატი სულ სხვა ლიგაა. პრემიერ ლიგაში ფეხბურთი გაცილებით უფრო ინტენსიურია, ეს პირველივე მატჩში მივხვდი. ინტენსიურია ჰაერში ბრძოლა, სისწრაფეებიც გაცილებით მეტია, ვიდრე გერმანიის ჩემპიონატში».

ბუნდესლიგა პრემიერ ლიგაზე ცუდი არ არის, თუმცა სხვაობას მივხვდი. ჩემი აზრით ინგლისის ჩემპიონატში ცუდი ან საშუალო დონის ფეხბურთელები არ არიან, ყველა უმაღლეს დონეზე თამაშობს», - ამბობს კაი ჰავერცი.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გერმანელი ნახევარმცველი ლონდონური კლუბის რიგებს გასულ ზაფხულს შეუერთდა. არისტოკრატებმა კაი ჰავერცის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ლევერკუზენს 80 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ჯამში ადაპტაციის პროცესი კარგად მიდის, თუმცა ჯერ კიდევ მაქვს რაღაცეები გასაუმჯობესებელი. მინდა ეს უახლოეს რამდენიმე თვეში ვაჩვენო».

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.