ნიკლას ბენდტნერი: 90 წუთში 400 000 გირვანქა სტერლინგი წავაგე

ნიკლას ბენდტნერი: 90 წუთში 400 000 გირვანქა სტერლინგი წავაგე ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი ნიკლას ბენდტნერი, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ლუდომანიის პრობლემას ეხება და აღნიშნავს, რომ წარსულში მძიმე შეცდომები დაუშვა.

"მახსოვს, ერთ დღეს 90 წუთის განმავლობაში, 400 000 გირვანქა სტერლინგი წავაგე. კაზინოში არსებულ ერთ-ერთ მაგიდასთან ძალიან მთვრალი ვიჯექი. ფული საერთოდ აღარ დამრჩა. გაჭირვებით მივედი საპირფარეშომდე და პირი მოვიბანე, ამის შემდეგ ბანკომატის ძიება დავიწყე, რათა ანგარიში შემემოწმებინა. იქ დაახლოებით 30 000 გირვანქა სტერლინგი იყო დარჩენილი, მეც თამაში განვაგრძე.

30 წლის ასაკში დანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობიდან გამრიცხეს. საკუთარი თავი ნამდვილი ნაგავი მეგონა, ვტიროდი. მსურდა წარსულში დაბრუნება და საკუთარ თავში უროს ჩარტყმა. ჩემს თავს ვეტყოდი, რომ წინ დიდი შესაძლებლობა მაქვს და აუცილებელია, რაიმე ღირებულით დავკავდე."
- ციტირებს გამოცემა The Guardian ბენდტნერის სიტყვებს.

ზემოხსენებული ფეხბურთელი სხვადასხვა დროს, ლონდონის "არსენალის", ტურინის "იუვენტუსის" და "ვოლფსბურგის" შემადგენლობაში თამაშობდა. 2006-2018 წლებში დანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. აგვისტოს თვეში ფეხბუთელი "ტორნბიუს" შეუერთდა (დანიის მეოთხე დივიზიონში წარმოდგენილი გუნდი).

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.