«რეალი» რამოსსა და მოდრიჩს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

«რეალი» რამოსსა და მოდრიჩს ახალ კონტრაქტს სთავაზობს «მადრიდის რეალის» მესვეურები მზად არიან სერხიო რამოსსა და ლუკა მოდრიჩს ახალი ხელშეკრულებები შესთავაზოს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბთან ორივე ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

სერხიო რამოსმა და ლუკა მოდრიჩმა ორივემ გამოხატეს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი. MARCA-თან ინტერვიუში ხორვატმა ნახევარმცველმა ესპანეთში კარიერის დასრულების სურვილიც კი გამოთქვა.

რათქმაუნდა, რეალში დარჩენა მსურს. მადრიდი ჩემი სახლია, კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივება მსურს. მიუხედავად ამისა, ყველაფერი პარტნიორებსა და მწვრთნელებზეა დამოკიდებული, არ მსურს ზედმეტი ტვირთი ვიყო», - თქვა ლუკა მოდრიჩმა.

El Mundo Deportivo იტყობინება, რომ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა ნახსენებ ფეხბურთელებთან 1 წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.