«ბარსელონა» მზადაა დემბელე ზამთარში გაუშვას თუ...

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფრანგს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. ზაფხულში სპორტულ პრესაში იწერებოდა, რომ უსმან დემბელე შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადასულიყო, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.
Sport.es წერს, რომ კატალონიური კლუბის მესვეურები ფრანგ ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 23-წლის დემბელე ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს მან შესაძლოა ზამთარში ბარსელონა დატოვოს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზამთარში კატალონიელები შესაძლოა მემფის დეპაით გაძლიერდნენ, რომლის შეძენაც ზაფხულში ვერ მოახერხეს. ამრიგად გამორიცხული არ არის, რომ თუ ლიონთან ჰოლანდიელ შემტევზე შეთანხმება მიიღწევა დემბელემ ნამდვილად დატოვოს კატალონია.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა უსმან დემბელე 2017 წელს იყიდეს. ბარსელონამ 23-წლის ფრანგი შემტევის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ დორტმუნდის ბორუსიას 105 მილიონი ევრო გადაუხადა.