მატია ბინოტო: მიკ შუმახერი ფორმულა 1-ში დაწინაურდება

"ჩემი აზრით, ძალიან მალე ის ფორმულა 1-ში აღმოჩნდება. უახლოესი რამდნიმე კვირის მანძილზე ჩვენ გადავწყვიტავთ, რა იქნება მისთვის და ფერარის აკადემიის სხვა პილოტებისთვის უკეთესი. მათთვის ვინც ამჟამად ფორმულა -2 ში ასპარეზობს. ყველაფრის სათანადო ანალიზისთვის, გარკვეული დრო გვჭირდება." - ციტირებს ბინოტოს სიტყვებს გამოცემა GrandPX.
— მიმდინარე სეზონში მიკმა დიდი პროგრესი განიცადა, იმედისმომცემად გამოიყურება. წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რომ მომავალ წელს ის ფორმულა 1-ში ვერ მოხვდება. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა სერიებში მონაწილეობით მიკმა დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. ნათელია, რომ მას ფორმულა 1-ში მოსახვედრად დიდი პოტენციალი აქვს» - ეს კი უილიამსის ყოფილი პილოტის, რალფ შუმახერის სიტყვებია.