ომარ ბერადა: მესი საუკეთესო ფეხბურთელია

ომარ ბერადა: მესი საუკეთესო ფეხბურთელია მანჩესტერ "სიტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ომარ ბერადა, ლიონელ მესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, არგენტინელი შემტევი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და საკუთარ გუნდში მის ხილვას, ნებისმიერ დირექტორი ინატრებდა.

"ვერ გეტყვით რამდენად იყო ეს ყველაფერი რეალობასთან ახლოს, როდესაც ლიონელ მესიმ ღიად განაცხადა "ბარსელონადან" წასვლის შესახებ. ამ ისტორიაში ჩვენ არ მიგვიღია არანაირი მონაწილეობა, ეს იყო მესის და "ბარსელონას" ურთიერთობა. მანჩესტერ "სიტის" შემადგენლობაში მესის გადმოსვლის რეალური შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო ჩევნ ამას აუცილებლად განვიხილავდით. ნათელია, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, სწორედ ამიტომ საკუთარ რიგებში მის ხილვას მრავალი კლუბი იოცნებებდა. მიუხედავად ამისა, ეს ასე არ მოხდა."

"საინტერესო იყო ყველა ამ ჭორის მოსმენა, რომლის თანახმადაც მესი "სიტის" შემადგენლობაში გადმოდიოდა. ეს მანიშნებელია იმისა, თუ რამხელა პროგრესი განიცადა ამ კლუბმა. აქ იგრძნობა ჩვენი შემადგენლობის ძალა და ტოპ-ფეხბურთელების სურვილი, გვარდიოლასთან იმუშაონ. იყვნენ ამ გუნდის შემადგენელი ნაწილები. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, ეს ყველაფერი ოდესმე რეალობად იქცევა თუ არა. თუ მესი "ბარსელონას" დაემშვიდობება, ჩვენ მზად ვართ ეს ვარიანტი, როგორც პოტენციურ ტრანსფერად ისე განვიხილოთ."
- ციტირებს გამოცემა The Athletic "სიტის" ხემლძღვანელის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.