ომარ ბერადა: კულიბალის ტრანსფერი? ეს მხოლოდ ჭორები იყო

"სინამდვილეში ჩვენ არანაირი მოლაპარაკებები არ გვქონია კულიბალის ტრანსფერთან დაკავშრებით. სახალისო იყო მთელი ამ ამბების მოსმენა, რაც მედიაში თუ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა. ღიმილიანი სახით ვკითხულობდი ინფორმაციებს, თითქოს კალიდუსთან კონტრაქტი შევათანხმეთ, რომ ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება, რომ სულ რამდენიმე დღეში მისი წარდგენა მოხდება და ა.შ სიმართლე ის არის, რომ ჩვენ "ნაპოლისთან" მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით."
"რა თქმა უნდა, ხსენებული ფეხბურთელი ტოპ-დონეს შეესაბამება, ამიტომაც გარკვეული ინტერესი არსებობდა, თუმცა მისი კანდიდატურის რელაური განხილვა არ ყოფილა." - აღნიშნავს ბერადა გამოცემა The Athletic-თან საუბრის დროს.
კულიბალი "ნაპოლის" რიგებში 2014 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული. გამოცემა transfermarkt-ი ცენტრალურ მცველს 65 მილიონ ევროდ აფასებს.