ლუკაკუ: "ანდერლეხტში" აუცილებლად დავბრუნდები

ლუკაკუ: "ანდერლეხტში" აუცილებლად დავბრუნდები მილანის "ინტერის" ბელგიელი შემტევი რომელუ ლუკაკუ, გამოცემა VTM News-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ "ანდერლეხიტის" შემადგენლობაში დაბრუნება სურს.

"ანდერლეხტის" თამაშებს მუდმივად ვადევნებ თვალს. ამ გუნდში აუცილებლად დავბრუნდები. ფეხბურთელებს, რომლებიც იქ გაზარდნენ, სურთ კლუბში დაბრუნება. ჰკითხეთ დენდონკერს, ტილემანსს... ეს ფეხბურთელები ძველებურად გრძნობენ ერთგვარ კავშირს ხსენებულ კლუბთან, რადგანაც იქ უამრავი დადებითი მოგონება დარჩა." - ციტირებს VTM News ლუკაკუს სიტყვებს.

ორიოდე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში, ფეხბურთელმა ასევე გაიხსენა მანჩესტერ "იუნაიტედში" ასპარეზობის პერიოდიც - ”ერთი წლის წინ, როდესაც ინგლისში ვთამაშობდი ” ზარმაცი ვიყავი, არ დავრბოდი, არ ვაკეთებდი ამას არ ვაკეთებდი იმას...”. ამ გუნდში კი ყველაზე შრომის მოყვარულ ფეხბურთელად მთვლიან. თუ ინგლისში ჩემს თამაშს გადახედავთ და შეადარებთ იმას, რასაც ახლა ვაკეთებ, შეამჩნევთ პროგრესს, მაგრამ მე მაინც იგივე რომი ვარ. ახლა რომ მიყურებთ, ხედავთ ჩემს სრულ პოტენციალს. ახლა თქვენ ხედავთ, რისი გაკეთება შემეძლო ინგლისში. ისინი ნელს მეძახდნენ, მე კი ვეუბნები მათ: ”ნელი? ეს მე ვარ ნელი? მანჩესტერ "იუნაიტედის" სწრაფ ტემს არ შემიძლია რომ ავყვე?"

"ძალიან ბევრი არასწორი რამ იყო. ნელი რომ ვყოფილიყავი, ისეთ გოლს ვერ გავიტანდი, როგორც ეს დონეცკის "შახტართან" იყო ევროპის ლიგის ნახევარფინალში. ნელი რომ ვყოფილიყავი, პენალტს ვერ გამოვიმუშავებდი ევროპის ლიგის ფინალში - "სევილიასთან" და ეს ყველაფერი ორი წლის შემდეგ მოხდა. თქვენ ამბობთ, რომ მე 27 წლის ასაკში უფრო სწრაფი ვარ, ვიდრე 25 წლის ასაკში ვიყავი? სწორედ ამის გადმოცემას ვცდილობ. ეს მხოლოდ წვრილმანებია ”
- ციტირებდა ლუკაკუს სიტყვებს აგმოცემა The Time.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.